воскресенье, 18 октября 2009 г.

პროექტი

პროექტის  სახელი:  ახალი  წელი მოსულა
პროექტის მოკლე აღწერ: მოსწავლეები მოიძიებენ მასალას სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო ტრადიციების შესახებ 
პროექტის სრული აღწერა:  მოსწავლეები ისტ–ის გამოყენებით გაეცნობიან  თუ როგორ  ხვდებიან  ახალ წელს  სხვადასხვა  ქვეყნებში,  რა  საახალწლო  ტრადიციები აქვთ,  რომელია ყველაზე  ეგზოტიკური  საახალწლო  ტრადიცია;  რა საერთო აქვთ ამ ტრადიცი-ებს.  მოძებნიან  სურათებს, ვიდეო მასალას,  აიღებენ  ინტერვიუს  თავის pen-friends-ებისგან  skype-ის, facebook-ის  ან  My Space-ის მეშვეობით .გააკეთებენ  ანალიზს,  გამოიკვლევენ  ამ ქვეყნების  გეოგრაფიულ  მდებარეობას, გაეცნობიან ამ  ქვეყნების  ღირშესანიშნაობებსა  და კულტურულ თავისებურებებს.გაეცნობიან ამ  ქვეყნების  ეროვნულ  სამზარეულოს.  გააკეთებენ  ფოტო–ალბომს  და  განათავსებენ  ინტერნეტში
მონაწილეთა  ასაკი:  12-15  წელი.
ვადები / ხანგრძლივობა:  3 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:  ისტ–ის მეშვეობით  ინფორმაციის  მოძიება,  ინტერვიუს აღება,  რუკების გამოყენება,  პრეზენტაცია, აუდიო–ვიდეო მასალის  მოძებნა–გამოყენება,  ფოტო მასალის შეგროვება  და ალბომის გაკეთება. 
მოსალოდნელი  შედეგები: მოსწავლეებს  უვითარდებათ  ინფორმაციის მოპოვებისა და გადმოცემის, ჯგუფური  თანამშრომლობის, კომუნიკაციის, კვლევა–ძიებისა და შემოქმედებითი  უნარ–ჩვევები. სწავლობენ  სხვა ქვეყნების  ტრადიციების  პატივისცემასა და ურთიერთ–გაგებას. ავლებენ  პარალელებს საკუთარ და სხვა ქვეყნების  კულტურათა შორის. ამყარებენ  კომუნიკაციას  თავის თანატოლ  უცხოელ მეგობრებთან 
და აკეთებენ შეფასებას.
სარგებელი  სხვებისთვის:  საახალწლო ტრადიციებისა და წეს–ჩვეულებების  გაცნობა,მოძიებული მასალის, აუდიო–ვიდეო და  ფოტო მასალის ვებ–გვერდებზე განთავსება და ამით  საინფორმაციო ბაზის შევსება, და შთაბეჭდილებების გაზიარება.
სამუშაო ენა:  ინგლისური , ქართული.
მონაწილეები სხვა  სკოლებიდან:  არ არიან.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინგლისური ენა:      უცხ.X.5 .  მოსწავლე განსაზღვრავს მოსმენის მიზანს და იყენებს შესაბამის  სტრატეგიას:  2) მოსწავლე ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას. უცხ.X.8.  მოსწავლე  მონაწილეობს  ინტერაქციაში: 1) გამოხატავს და განმარტავს  საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხთან  დაკავშირებით.  2) აფასებს მოვლენებს, ფაქტებს.     უცხ.X.15.  მოსწავლე  იგებს  ფაქტობრივი მასალის  შემცველ შემეცნებით ტექსტს   სხვადასხვა თემაზე 2) ამოიცნობს ფაქტობრივ  ინფორმაციას .   უცხ.X.30.  მოსწავლე ტოლერანტულია  კულტურული და  ინდივიდუალური  განსხვავებების მიმართ.  1)  ავლებს  პარალელებს უცხო და მშობლიურ   კულტურებს  შორის, პოულობს  მსგავსებას  და  განსხვავებებს.
გეოგრაფია : გეო.X.4.   მოსწავლე  იყენებს  რუკებს და სხვა  გეოგრაფიულ საშუალებებს  ინფორმაციის მოსაპოვებლად და  საკუთარი მოსაზრებების გამოსახატავად
ისტორია  :  ისტ.X.3.   გეგმავს და ატარებს ისტორიულ  კვლევას.  
პროექტის  ფასილიტატორი  :  მარიამ  კერესელიძე.
ფასილიტატორის  ელ–ფოსტა :  kereselidze.mariami@gmail.com
პროექტის  ფორუმი  :
პროექტის ვებ–გვერდი /ბლოგი  : http://kereselidzemaka.blogspot.com/